ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში ტელეარხებზე „უკრაინა 24“ და „უკრაინა“ მუშაობდა და მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....