ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს” – გენშტაბი

რუსებმა კონტროლი დაკარგეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე, რომელიც უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების საზღვარზე მდებარეობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

როგორც მოხსენებაში ვკითხულობთ, მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და გაატაროს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

4 მაისს უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დონბასში მტრის 11 შეტევა, ბრძოლებში გაანადგურეს მტრის 5 ტანკი, 7 ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....