ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩავთვალე, თემა ვიცოდი” – ქართული ოცნება სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს

შესწორება უნდა შევიტანო ჩემს ნათქვამში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ დამირეკა რა ხდება, ვინ შედის მიშასთანო და თურმე აღმოჩნდა, რომ გუშინ ერთ-ერთი დიალოგი ჩემს კოლეგასთან არასწორად იქნა გაგებული, მერე ამას თქვენი კითხვა დაემატა და ჩავთვალე, რომ თემა ვიცოდი და აღმოჩნდა რომ ასე არ არის და შესაბამისად, უარყოფა უნდა გავაკეთო იმის, რაც ვთქვი, – ამის შესახებ “ტაბულას” ცნობით “ქართული ოცნების” დეპუტატმა სოზარ სუბარმა თანაგუნდელების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების თემის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარი, რომელიც ამბობდა, რომ “ოცნების” წევრები მზად იყვნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებისთვის, აცხადებს, რომ ის ნამდვილად არ აპირებს სააკაშვილთან შესვლას.

“მე ნამდვილად არ შევდივარ და ის, რომ რამდენიმე ადამიანზე ვიცოდი, რომ შესვლას აპირებდნენ, ესეც არ აღმოჩნდა მართალი. ჩვენ რასაც ვისმენთ არის ერთი, რომ გამოდიან ექიმები და ამბობენ, რომ სისხლში კონკრეტული მონაცემები დარღვეულია, გამოდის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო და ამბობს, რომ ეს არ არის მართალი.

გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო თავის თავს არ აძლევს ამაზე მეტის უფლებას, მაგრამ თუ იქნება სააკაშვილის პირადი მოთხოვნა ან მისი ადვოკატების თანხმობა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გაასაჯაროვოს ყველა მონაცემი”, – აცხადებს სუბარი.

იტვირთბა....