ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

“პოდოლიაკი სამარცხვინო არსებაა – ჩემი თხოვნაა, ნახოთ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა” – კალაძე

ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი.

 

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია”.

იტვირთბა....