ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პოდოლიაკი: ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია

ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია, – აღნიშნულის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მოსწონს, თუმცა სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ამაყი ადამიანები არიან.

“ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია – ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან”, – აცხადებს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....