ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხვიჩია: უკრაინა გერმანიის მთავრობას არაკლებ აკრიტიკებს, მაგრამ ისინი “ნაცებს” კი არ ეძახიან მათ, მძიმე არტილერიას უგზავნიან

[su_quote]ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია ისევე, როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს. ამიტომ, ჩემი აზრით, მადლობაც არის სათქმელი, რომ ქართველი ხალხი არ გაგვაიგივეს იმ პოზიციასთან, რაც არ გვეკადრება. ჩემი აზრით, არასწორად გვესმის რასაც გვეუბნებიან, როცა გვაკრიტიკებენ, რომ არსებობს რაღაც ტიპის მოლაპარაკებები თქვენსა და რუსეთს შორისო, ვითხოვთ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები თუ დაიდო, მაშინ უნდა დაგასანქცირონ, შესაბამისად, ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შენი მეგობრები გეუბნებიან –  “ჩვენ რაღაც ვიცით თქვენს შესახებ და არ გააგრძელოთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ”. ამიტომ, საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები. გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ “ნაცები“ ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან[უკრაინელებს][/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ბოლოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას.

“საქართველო უკრაინაში ომს უცნაურად უყურებს” – პოდოლიაკი

პოდოლიაკი: ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის დაზვევრვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს.

იტვირთბა....