ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან რუსული კოლონა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან განლაგებული რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს, – აღნიშნულის შესახებ Telegram- ზე ოდესის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, საარტილერიო შეტევა მტრის ხაზებს მიღმა განხორციელდა.

“უკრაინულმა არტილერიამ იზიუმთან რუსული მომარაგების კოლონა, თავისი საბრძოლო მასალებით გაანადგურა. მტრის განადგურება მოხდა იზიუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მტერი თავის უკანა მხარედ თვლიდა”, – წერს ბრაჩუკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....