ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბელარუსში სამხედრო ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელარუსში სამხედრო ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბელარუსის ჯარები აგრძელებენ უკრაინა-ბელორუსიის საზღვრის მონაკვეთების დაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში.

“დავალებების შესასრულებლად მზადყოფნის შესამოწმებლად, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 465-ე სარაკეტო ბრიგადის ერთი სარაკეტო დივიზია მუდმივი განლაგების ადგილიდან დანიშნულების ზონაში გადადის”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ბელარუსის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე ღონისძიებები ჯარების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა და არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ევროპულ საზოგადოებას, არც კონკრეტულად მეზობელ ქვეყნებს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....