ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ევროკავშირი რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირი რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP Twitter-ზე ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციები ნაწილი იქნება იმ პაკეტისა, რომელიც ასევე ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობს.

ცნობილი ხდება, რომ სანქცირებულთა ახალ სიაში შედის 58 პირი, მათ შორის ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურე, ასევე კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი.

 

 

იტვირთბა....