ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება” – ზელენსკი

რუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი აქვს.

“ნათელია, რომ რუსულმა მხარემ ძალიან ნერვიულად მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე განხორციელდა სარაკეტო იერიშები – ლვოვზე, ვინიცაზე, კიევის ოლქზე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე, ოდესაზე, ხარკოვის ოლქზე. ასეთი მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი. ზაკარპატიეზე იერიშის განხორციელება რას აძლევს რუსეთს? ისინი ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....