ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: “აზოვსტალიდან” ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიეში ჩავიდა

“აზოვსტალიდან” ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიეში ჩავიდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ტყვეობაში თითქმის 2 თვე იმყოფებოდნენ.

“საბოლოოდ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პირველი შედეგი მივიღეთ, რისთვისაც ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით. ამას ხანგრძლივი მოლაპარაკებები, დიდი ძალისხმევა და შუამავლები დასჭირდა. დღეს ზაპოროჟიეში 156 ადამიანი ჩავიდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ისინი ტყვეობაში თითქმის 2 თვის მანძილზე იმყოფებოდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ნახევარის წლის ბავშვი, რომელმაც 2 თვე მიწისქვეშ გაატარა და ბომბებისგან თავის დაცვას ცდილობდა. საბოლოოდ როგორც იქნა ეს ადამიანები უსაფრთხოდ არიან. ისინი ყველანაირ დახმარებას მიიღებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი მარიუპოლი თითქმის 2 თვეა, რაც ალყაში მოაქციეს. “აზოვსტალის” ქარხანაში მყოფ მოსახლეობას არ მიეწოდებოდათ წყალი და საკვები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....