ახალი ამბები პოლიტიკა ციტატა

ხუხაშვილი: სააკაშვილის თემას აქვს სამი განზომილება

[su_quote]სააკაშვილის თემას აქვს სამი განზომილება – პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული.

ჩემი აზრით:

პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვა ერთი მხრიდან უკვე სადიზმია, ხოლო მეორე მხრიდან ფუჭი ილუზიები. მიშა აღარ წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აღარავისთვის.

სამართლებრივს აზრი არა აქვს, რადგან სასამართლოს ნდობა არის პლინტუსს ქვემოთ და რაც არ უნდა გადაისინჯ-გადმოისინჯოს, შედეგად სამართლის განცდა ვერ გაჩნდება, ყველა თავის აზრზე დარჩება.

რჩება ჰუმანიტარული და სწორედ ეს ასპექტია დღეს მნიშვნელოვანი. მხოლოდ ამ ჭრილში უნდა იხილებოდეს მისი საკითხი პოლიტიკასთან და ფსევდო სამართალთან აღრევის გარეშე.
რაც შეეხება პატიებას – რეალურად დაზარალებულთა უმრავლესობას და მათ შორის მეც, მისი ბოდიში არ გვჭირდება.

ხოლო ვინც დღეს მას “ამხელს” და მისგან ბოდიშს ითხოვს განსაკუთრებული ცინიზმით, ისინი მიშასგან ბოდიშს არ იმსახურებენ, რადგან მის დროსაც მშვენივრად გრძნობდნენ თავს.[/su_quote]

ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

იტვირთბა....