ახალი ამბები უკრაინის ომი

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა და სთხოვა, რუსული გემებისთვის პორტები დაკეტონ.

“ყოველი უკრაინელი მთვარის გამოჩენას მშვიდად ვერ უყურებს, სარაკეტო იერიშების გამო ყოველი დღე საშიშია. ყოველდღიურად ჩვენ ასეთი რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რუსული შემოჭრის შედეგად უკვე 220 ბავშვი დაღუპა, ხოლო 406 დაიჭრა. რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს და ცდილობს გაანადგუროს უკრაინული ქალაქები და სოფლები, ისევე, როგორც გაანადგურა ერთ დროს კარგად მოწყობილი და განვითარებული ქალაქი აზოვის ზღვის ნაპირზე, მარიუპოლი განადგურებულია.

ევროპა ახლა სანქციების მეექვსე პაკეტზე საუბრობს. რომელშიც საუბარია ემბარგოზე რუსული ნავთობ პროდუქტების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, დაკეტოთ პორტები რუსული გემებისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....