სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონე 1.8 პროცენტით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
წინა თვესთან შედარებით, ფასები 9.0 პროცენტით არის მომატებული ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 7.4 პროცენტით ზეთსა და ცხიმზე, 4.7 პროცენტით პურსა და პურპროდუქტებზე, 4.1 პროცენტით ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, 3.5 პროცენტით თევზეულზე, 3.2 პროცენტით ხილსა და ყურძენზე, 2.2 პროცენტით ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 1.8 პროცენტით შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. ამასთან, ფასები 4.6 პროცენტით არის გაზრდილი სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 3.9 პროცენტიანი მატებაა. ხოლო რაც შეეხება ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ფასები 9.5 პროცენტით არის მომატებული ფეხსაცმელზე, ტანსაცმლის ქვეჯგუფზე კი 2.9%-ით.
ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების, ტრანსპორტის, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, ბოსტნეული და ბაღჩეულის ფასები 46.2 პროცენტით არის გზარდილი, პური და პურპროდუქტები 28.8 პროცენტით, მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1 პროცენტით, ზეთი
და ცხიმი 20.8 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3 პროცენტით, თევზეული 18.9
პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 17.6 პროცენტით, ხილი და
ყურძენი 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.9 პროცენტით. ფასები 29.1 პროცენტით არის მომატებული პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე 10.8 პროცენტიანი მატებაა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 3.9 პროცენტით ძვირი ჯდება. ფასები ასევე გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი).
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება (მატება) წინა თვესთან შედარებით ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.3%
თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები 0.6%
ტრანსპორტი 3.7%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.9%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 0.4%
ჯანმრთელობის დაცვა 0.4%
კავშირგაბმულობა 0.4%
დასვენება, გართობა და კულტურა 0.8%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 1.0
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.6
წინა თვესთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში:
ჯანმრთელობის დაცვა -0.4
კავშირგაბმულობა -0.4
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -0.3
განათლება -0.2
“რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა”, – აღნიშნავენ საქსტატში.