ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

UNIAN: დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მოგერიებულია მტრის 12 შეტევა, რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ სამხრეთითაც

უკრაინის გენერალუტი შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში მტრის 12 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით, განადგურებულია ოკუპანტების ექვსი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ოცდაორი ჯავშანტექნიკა და რვა საავტომობილო ტექნიკა.

“მოწინააღმდეგე ზომებს მიმართავს, რომ ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები შეავსოს. 27 აპრილიდან 2 მაიისის ჩათვლით, ვორონეჟის რეგიონის ქალაქ ბოგუჩარში საწყობიდან 17 ტანკი და სამოცი BMP-1-ის ტიპის სამხედრო მანქანა გადაიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სამხრეთის მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

“დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით, მტრის ცოცხალი ძალების დანაკარგებმა 122 შეადგინა. განადგურებულია ორი სადესანტო კატარღა, რამდენიმე ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა, ასევე, Outpost-ის ტიპის დრონი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....