ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ბუნდესტაგი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს

გერმანიის პარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

“გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია “დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება: მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

 

იტვირთბა....