ახალი ამბები საზოგადოება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ატარებს, – ამის შესახებ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე რეზერვუარებზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. წყალმომარაგების ქსელის რეცხვა ინტენსურ რეჟიმში გრძელდება.

“პროცესის დასრულების შემდეგ დღეს, 2 მაისის 21:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება:

ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებასა და I-IV მიკრორაიონებში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალში, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის, ღვალაძის, მხატვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, წულუკიძის და მუსხელიშვილის ქუჩებზე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....