ახალი ამბები პოლიტიკა

პრეზიდენტი: დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობვის კითხვარის პირველი ნაწილის შევსებას ეხმაურება:

“დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი.

გილოცავთ!”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერში”.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

იტვირთბა....