ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ თუკი პატრული გაგვაჩერებს

გთავაზობთ საპატრულო პოლიციასთან და საგზაო წესებთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხს:

1. თუ საგზაო მოძრაობის წესებს იცავთ, მაგრამ პატრული მაინც გაჩერებთ, იცოდეთ რომ მას ამის უფლება აქვს.

2. საჭიროების შემთხვევაში პატრულს შეუძლია მანქანა აკრძალულ ადგილას გააჩეროს.

3. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს სამხრე ვიდეოკამერა მუდმივად ჩართული არ ჰქონდეს.

4. თუ ეკიპაჟი გაგაჩერებთ, მანქანიდან არ გადმოხვიდეთ, დარჩით ადგილზე და დაელოდეთ პოლიციის რეაგირებას.

5. პატრულს შეუძლია ჩამქრალი ციმციმებით იმუშაოს, ეს სამსახურის წესის დარღვევა არ არის.

6. პატრულს შეუძლია აშკარა დარღვევის ნიშნების გარეშე მანქანის გაჩერება და საბუთების გადამოწმება. ეს პოლიციის ვალდებულებაა.

7. ვიდეო რეგისტრატორი მუდმივ რეჟიმში მუშაობს. თითო ეკიპაჟი თითო დამრღვევ მძღოლს ემსახურება. ის რომ მეორე მანქანა იმ დროს არღვევს, არ ნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა დარჩება. ის ბაზში მოხვდება ვიდეო რეგისტრატორის დახმარებით და შესაბამისად, შემდეგ უკვე საპატრულო პოლიციის მხედველობის არეში.

 

 

მომზადებულია ტელე „იმედის“ სიუჟეტის მიხედვით

იტვირთბა....