საზოგადოება

მის საქართველოს მამა შესაფერის სიძეს ეძებს

 

მის საქართველო 2011″ ჯანეტ ქერდიყოშვილის მამა, ჯემალ ქერდიყოშვილი,  ჟურნალ “სარკესთან” სასურველი სასიძოს შესახებ საუბრობს:

ჯემალ ქერდიყოშვილი: ჯანეტს ნამდვილად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ავარჩიეთ. შეიძლება ყველაფერს არ მეუბნება, მაგრამ რაღაცები ვიცი.

სიძედ ახალგაზრდა, პატიოსანი, ჭკვიანი მამაკაცი მინდა. არავის სიმდიდრე და ქონება არ მჭირდება. მთავარია, ქართველი ვაჟკაცი ბიჭი იყოს. აქ იმდენ ქართველ ბიზნესმენთან მქონდა ურთიერთობა და, სამწუხაროდ, ყველა იტყუება. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ.

მოკლედ, ასეთი კი არა პატიოსანი ადამიანი მინდა და მე ყველანაირად გვერდში დავუდგები. პირველ რიგში, ჩემს შვილს დავეხმარები და სიძეც იგივე შვილია.

როცა რაღაცას გავიგებ, ვეუბნები, ეს ჩვენი ოჯახისთვის საჭირო არ არის. ამასწინათ ჯანეტს ვუთხარი, შვილიშვილი მჭირდება, წელს ან შენ უნდა გათხოვდე, ან ჯეკოს მოვაყვანინებ ცოლს-მეთქი. ცოლს როგორ მოაყვანინებ, ჰკითხე, შეყვარებული თუ ჰყავსო. არა უშავს, ახალგაზრდა ბიჭია, ვინმეს შეიყვარებს-მეთქი. ისე, ადრე კი ვამბობდი, ჯანეტს 30 წლამდე არ გავათხოვებ-მეთქი, მაგრამ ახლა შვილიშვილები მინდა.-ამბობს ჯანეტის მამა ჟურნალ „სარკესთან“.

იტვირთბა....