ახალი ამბები უკრაინის ომი

“კიევის აჩრდილი” დაიღუპა – ლეგენდარული პილოტის ვინაობა ცნობილია

უკრაინული MIG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, რომელმაც სავარაუდოდ, 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ბრძოლაში დაიღუპა. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღეს პილოტის ვინაობა ცნობილი პირველად გახდა და  ის 29 წლის მაიორი, სტეფან ტარაბალკა იყო. პილოტს ერთი შვილი დარჩა.

The Times – ის ცნობით, MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩამოგდებამდე “კიევის აჩრდილმა” ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, მათგან ექვსის – ომის პირველ დღეს.

პილოტის ვინაობას ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო.

 

 

 

 

იტვირთბა....