ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ქონება რუსებზე გაასხვისა, არის საქართველოს არამოკეთე

[su_quote]ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ქონება რუსებზე გაასხვისა, ხაზს ვუსვამ – ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს ქონება, შთამომავლობის ქონება, გაასხვისა რუსებზე, ყველა ადამიანი არის საქართველოს არამოკეთე. ალბათ, დადგება ამის დრო, ის ელექტროენერგიის წარმოების ყველაფერი, რაც რუსებზეა მიყიდული, დადგება ამის დრო და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი, შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან, რადგან ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ქონების, მესაკუთრის გარანტია, ამიტომ, ქონების დაბრუნებისას არ უნდა ავცდეთ მსოფლიოში მიღებულ წესებს, თორემ ყველა ქონება საქართველოს საკუთრება უნდა იყოს. საქართველომ უნდა განკარგოს თავისი ქონება. შენ თუ გაქვს ღვთისაგან ნაბოძები შენი სიმდიდრე – ტერიტორია, რესურსები და რაღაც რესურსი არ გყოფნის, შეიძლება, შემოიპატიჟო მარად ქვეყნისთვის კეთილგანწყობილი ადამიანი. ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოში დავით აღმაშენებელმა, როდესაც ყოვჩაღები ჩამოასახლა. საქართველომ თავისი სტრატეგიისთვის ყოვჩაღების პოტენციალი გამოიყენა. დავით აღმაშენებლობას რომ მივტირით და რაღაცები გვინდა, დავით აღმაშენებელი არის ქართული წიაღის და უფლის მიერ ნაბოძი საგანძრის დამცველი. დღევანდელი ხელისუფალი, რომლის ნაწილსაც მე წარმოვადგენ, რასაც ვფიქრობ, ისევე ფიქრობენ ისინიც, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები, ნაჯახით არ ბრუნდება, რადგან საერთაშორისო სამართალი მოითხოვს გონივრულ ქმედებას[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომს” განუცხადა.

იტვირთბა....