ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ სამების სკოლა გველების შემოსევის გამო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

სოფელ სამების საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც შენობის შიდა და მიმდებარე ტერიტორიას გველები შეესივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო NOR ავრცელებს, რომლის ჟურნალისტებიც ადგილზე 28 აპრილს იმყოფებოდნენ, თუმცა, სასწავლო დაწესებულება დაკეტილი დახვდათ.

როგორც nor.ge წერს, სკოლის ტერიტორიაზე ბევრი გველი შენიშნეს, რომლებიც კედლებზე და დაცოცავდნენ.

“სკოლის ეზოში ძალიან ბევრი გველია, რომლებიც კედლის ბზარებიდან საკლასო ოთახებში გადადიან. ყველაზე საშინელი სიტუაცია გაზაფხულზე არის ხოლმე. როდესაც კვერცხების დადებას იწყებენ, აღარ ჩანან”, – აღნიშნა რადიოსთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც nor.ge წერს, სკოლის დირექტორმა, მზექალა მინაძემ მათ განუცხადა, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სიტუაცია გადაიჭრება.

nor.ge-მ რესურს-ცენტრის დირექტორს, დავით ზედგენიძესაც მიმართა, რომელმაც ჟურნალისტს განუცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით გადავიდა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე.

“ის ასევე ამბობს, რომ შუამავალია განათლების სამინისტროსა და სკოლებს შორის. მისი თქმით, სკოლები დამოუკიდებლები არიან და აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ რას გააკეთებენ”, – წერს nor.ge

რადიო NOR-ის ცნობით, ახლა ადგილობრივები და სკოლის ადმინისტრაცია სამინისტროდან ელიან პასუხს და ამის შემდეგ გადაწყდება, როდის გააგრძელებენ სრულ განაკვეთზე სასწავლო პროცესს.

იტვირთბა....