უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის “აზოვსტალიდან” მოქალაქეების ევაკუაციაზე.
“უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციაზე. ჩვენ ასევე ველოდებით ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთისგან. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ ამაში ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანტონიო გუტერეშის თქმით კი, ვითარება მარიუპოლში არის “კრიზისი კრიზისში”.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ”. – განაცხადა გაეროს გენმდივანმა.