ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კონგრესში ლენდ-ლიზის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, უკრაინის დასახმარებლად, ლენდ-ლიზის ( კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრესის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტს 417 მხარდამჭერი ჰყავს, წინააღმდეგ წავიდა 10.

კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტს უნდა გადაეცეს.

ცნობისთვის, კანონპროექტს 7 აპრილს, მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა.

კანონპროექტის თანახმად, კიევი ვაშინგტონისგან შეუზღუდავად და ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიიღებს იარაღს, ტექნიკას და ჰუმანიტარულ დახმარებას ნებისმიერი მოცულობით.

ლენდ-ლიზის პროგრამამ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

იტვირთბა....