უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია.
რადას დეპუტატი ამბობს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვს.
“ამის მოგვარება შეიძლება არა მხოლოდ შეწყალებით, არამედ საზღვაგარეთ სამკურნალოდ გადაყვანით. მე იმედი მაქვს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის, იმიტომ რომ მწამს, ის ბრძენი ქალბატონია, რომელმაც ძალიან ბევრი წელი გაატარა საზღვარგარეთ, იცის რა არის ადამიანის უფლებები. მან იცის, რომ ეს საკითხი ახლა ძალიან კრიტიკულია, ან გადავარჩენთ მიხეილ სააკაშვილს, ან ის რჩება ინვალიდი. ეს არასდროს გაუვათ იმ ადამიანებს, ვინც ახლა საქართველოს მართავს. ახლა არის დრო, როდესაც შესაძლებელია ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი არსებობდეს“, – განაცხადა ლიზა იასკომ “ტვ პირველის” ეთერში.