ახალი ამბები საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართვა გაავრცელა.

დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი სასწრაფოდ არის გადასაყვანი უცხოეთის კლინიკაში.

“7 თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი, როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის იმიტომ, რომ გუშინ გამოცხადდა ახალი დიაგნოზი. სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი იყო შესული და დაისვა ახალი დიაგნოზი. ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ჯგუფი ასევე არიან, თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ?! მე კიდევ რატომღაც სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე ადამიანი სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანია სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, რადგან თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი კლინიკა, რომელსაც აქვს ეს გამოცდილება, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ უნდა იყოს უსათუოდ გარეთ და ამის დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს”,- ამბობს გიული ალასანია.

 

იტვირთბა....