საზოგადოება

ინდური რეცეპტი: მოიშორეთ სახიდან თმა ყოველგვარი კვალის გარეშე!

თუ თქვენ გაქვთ არასასურველი თმა, რომლის მოშორება  სახლის პირობებში გსურთ, ეს შესაძლებელია. ცხადია, ამ პროცესს უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე არასასურველ თმაზე ქიმიურ და ელექტრო ზემოქმედებას, მაგრამ წარმოდგენილ რეცეპტს შედეგი აუცილებლად ექნება და რაც მთავარია, მას უკუჩვენება არ გააჩნია.

ცნობილია ინდური რეცეპტი, რომელსაც ინდოელი ქალები ხშირად მიმართავენ. ეს არის ინდურ ჭინჭარზე და კურკუმაზე (იგივე კარი, ინდური სანელებელი) დამზადებული მასა, რომელიც თქვენ სახეს თმას სამუდამოდ მოაშორებს.

ინდური ჭინჭარი ნაზად აღწევს სახის კანში და თმას თანდათან ათხელებს. საბოლოდ, კი თმა ზრდას წყვეტს. ინდური ჭინჭარი ცნობილია მისი ანტისეპტიკური თვისებებით. მას ჭრილობების მოსაშუშებლად, ინფექციური გაღიზიანებების სამკურნალოდ იყენებენ.

დაგჭირდებათ: ერთი მუჭა ინდური ჭინჭრის ფოთლები, კურკუმის (იგივე კარი, ინდური სანელებელია) ფესვები, (5 სანტიმეტრამდე სიგრძე), ან კურკუმის ფესვების ფხვნილი, ერთი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

გარეცხეთ ინდური ჭინჭრის ფოთლები და გაატარეთ, ისე რომ მისგან ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მას შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქვილი კურკუმის ფესვები და ერთი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი. მიღებული მასა შეიზილეთ  სახეზე, იქ, საიდანაც გსურთ თმის მოშორება. დაიტოვეთ ნიღაბი რამდენიმე საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ. სასურველია თუ ამ ნიღაბს ძილის წინ გაიკეთებთ და მას დილით ჩამოიბანთ.

გაიმეორეთ ეს  ყოველდღიურად,  4-6 კვირის განმავლობაში და არასასურველი თმა უკვალოდ გაქრება.

 

იტვირთბა....