“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, კარგი იქნებოდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ნიშნად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსის საქართველოს პარლამენტისთვის მიემართა.
“უკრაინელები ომში არიან, ჩახვედი, კარგი ჟესტი გამოხატე, ხელი ჩამოართვი, მაგრამ მერე რა მოჰყვა ამას ჩვენი მხრიდან? მაგალითად, ხომ შეიძლებოდა, რომ ურთიერთობების დათბობის ნიშნად, ზელენსკი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში და მოგვესმინა მისი მწვავე პრეტენზიები – კაცი ჩვენს ნაცვლად იბრძვის ბოლოს და ბოლოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“.