ახალი ამბები საზოგადოება

“ეს დაავადება თავისთავად არ აღმოცენებულა, მას ჰქონდა თავისი წინაპირობა” – ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს, სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება.

“წარმოუდგენელია ამ პირობებში, ამ ვითარებაში როდესაც ადამიანი თქვენ იცით, რომ როდესაც ვუსმენთ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მძიმე დასკვნას, სადაც ხაზგასმით არის უკვე ორგანულ დაავადებაზე საუბარი, ეს არის ანორექსია. აქ განკურნება ადამიანის არის სრულად შეუძლებელი და ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას რატომ – იმიტომ რომ ეს დაავადება თავისთავად არ აღმოცენებულა, მას ჰქონდა თავისი წინაპირობა – ეს იყო პოსტტრავმული დაავადება, რომელმაც განაპირობა უკვე ორგანული ხასიათის დაავადების ჩამოყალიბება და ამას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა. თუ ამას არ ეშველება, შედეგიც გაცილებით მძიმე იქნება ყოველ ჩემს ან ნებისმიერი ჩემი კოლეგის შემდეგ მოსვლაზე”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

იტვირთბა....