ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

პრეზიდენტი: შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთის მოვლენებით, ჩემი სოლიდარობა მოლდოვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება.

“ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა.

26 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი არაღიარებულ დნესტრისპირეთში სარაკეტო თავდასხმას ამზადებს.

 

 

 

იტვირთბა....