[su_quote]მაქვს იმ ადამიანებზე ლაპარაკი, ვინც რაღაცას წარმართავს უკრაინაში და რაღაც პოლიტიკა მიყავს. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ჩვენი ამ ნანგრევებში მოყოლა, უნდათ დავანგრიოთ ჩვენი ქვეყანა იმის გამო, რომ ერთი კვირა ან ორი-სამი დღე რუსეთს თავის ტკივილი გავუჩინოთ, რომ აი, პიარულად, საქართველოსაც დაარტყა რუსეთმა? რას მოგვიტანს ეს? 3 მილიონიან ქვეყანას რა იარაღი გვაქვს? იქ რვა წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, ჩვენ არც მომზადებული ვართ და არც არაფერი.
თითქოს, პატარა საქართველოს ჩაგდება უნდათ ცეცხლში, რომ ოდნავ გააღვივონ ის ცეცხლი, რაც უკრაინაში ანთია. როგორ შეიძლება ამას ვერ მიხვდეს ადამიანი. ამ ყველაფერს უყურებდე, განიცდიდე და გინდოდეს იგივე სიტუაციაში ჩავარდეს შენი ქვეყანა, დიდი მტერი უნდა იყო პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის და ყველაფრის, თუკი რამე გაგვაჩნია. ვაქციოთ ერთ დიდ ნანგრევად იმისთვის, რომ სამი დღე ვალაპარაკოთ მსოფლიო, რა ცუდია რუსეთი? [/su_quote]
განაცხადა ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.