საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახური ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი.
▪️ ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
▪️ როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია.
მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.