ახალი ამბები სამხდრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით NATO-ს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.

გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა NATO-ს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის NATO-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით. თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდაNATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით მასპინძლობს NATO-ს სტანდარტის სწავლებებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

იტვირთბა....