ახალი ამბები უკრაინის ომი

ავსტრიის საელჩო კიევში დაბრუნდა

ავსტრიის საელჩო უკრაინის დედაქალაქში დაბრუნდა.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა. როგორც უკრაინისადმი ჩვენი ურყევი სოლიდარობის მნიშვნელოვანი სიგნალი, ჩვენი საელჩოს წევრები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ”, – წერს სამინისტრო “ტვიტერში”.

 

იტვირთბა....