ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის იწყება რეგისტრაცია ეროვნული გამოცდებისთვის: ცვლილება რეგისტრაციის პროცედურაში

“2016 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა რეგისტრაციის პროცედურაში. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე (ეს ეტაპი ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება) აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია თებერვლის დასაწყისში დაიწყება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შემდგომ ეტაპზე, აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში (ერთი თვე ან თვენახევარი) შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა (მაგ. აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ შემდეგ ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა). ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ. ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზრებაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე). ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევასა თუ შეცვლას აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეძლებენ“.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია ვადებისა და პროცედურების შესახებ უახლოეს მომავალში გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

 

იტვირთბა....