რუსმა სამხედროებმა დაარბიეს აქცია, რომელზეც ხერსონის მოსახლეობა ქალაქში ოკუპანტების ყოფნას და “რეფერენდუმს” აპროტესტებდა, რომლის მიზანიც, ე.წ. ხერსონის სახლხო რესპუბლიკის გამოცხადებაა.
ოკუპანტებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელყუმბარები გამოიყენეს. გამოცემა UNIAN-ის ცნობით, შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.
“70 წლის ქალს დაზიანებული აქვს ფილტვის ქსოვილი, მას ასევე აღენიშნება დამწვრობა გულმკერდის არეში. ორ ბიჭს თვალების და სასუნთქი გზების ქიმიური დამწვრობა აქვს, ხოლო 50 წლის კაცს ფეხებზე ღია მოტეხილობები აქვს მიყენებული. ორ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, დანარჩენები კი ჰოსპიტალიზებული არიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’dyCqjMP6ieE’]