ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Reuters: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში ხანგრძლივი ომი აწარმოოს

გამოცემა Reuters-ის ცნობით, გერმანიაში, რამშტეინის ავიაბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინის ტერიტორიაზე ხანგძლივი ომის წარმოების უფლება მისცეს თავს.

როგორც “როიტერი” წერს, აშშ-ს წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ბევრი დანაყოფი ძალაგამოცლილია, ხოლო ზოგიერთი მათგანი პირადი შემადგენლობის 30%-ის დანაკარგის ფონზე აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს, რაც მათივე შეფასებით, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება ბრძოლის გაგრძელების თვალსაზრისით, თუმცა, როგორც სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსეთმა წარმოაჩინა, რომ შეუძლია, ბრძოლის ველი ჯარისკაცებითა და დანაყოფებით შეავსოს.

“როიტერი” ეკონომისტებზე და ექსპერტებზე დარყდნობით ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მოსკოვს ეკონომიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ შესწევს ძალა, უკრაინაში ხანგრძლივი ომი აწარმოოს.

თუმცა, გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე უკრაინის უპირატესობებზეც იქნა გამახვილებული ყურადღება და ითქვა, რომ თავის მხრივ, ქვეყანას მაღალი მორალური შემართების მქონე სამხედროები, შემოქმედებითი და ადაპტირებული საბრძოლო ტაქტიკა, აშშ-სა და მოკავშირეების მხრიდან მიღებული სამხედრო და ინტელექტუალური დახმარება და ის უპირატესობაც აქვს, რომ კარგად იცნობს იმ ტერიტორიებს, სადაც ბრძოლები მიდის.

“მათ [უკრაინელებს] ნამდვილად აქვთ ბრძოლის შანსი”, – მოჰყავს ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო თანამდებობის პირის სიტყვები როიტერს.

ამავე თემაზე: “დრო უკრაინის მხარეს არ არის”, – გენერალი მარკ მილი

ამავე თემაზე: პენდაგონმა გერმანიაში უკრაინის სამხედრო დახმარების კონტროლის ცენტრი შექმნა

 

იტვირთბა....