ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გენერალი მარკ მილი: დრო უკრაინის მხარეს არ არის

ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, დრო უკრაინის სასარგებლოდ არ თამაშობს და ომის ბედი იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ქვეყანას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მილმა გერმანიაში, რამშტეინის ავიაბაზაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის დახმარების საკითხზე იმსჯელეს.

“დრო უკრაინის მხარეს არ არის. ის, თუ რა შედეგით დასრულდება ეს ბრძოლა, დღეს, ამ ოთახში შეკრებილ ადამიანებზეა დამოკიდებული. უკრაინელები იბრძოლებენ, ჩვენ კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ ბრძოლისთვის საჭირო საშუალებები აქვთ”, – განაცხადა გენერალმა, “როიტერის” ცნობით.

მარკ მილი იმასაც აღნიშნავს, რომ მომავალი კვირები კრიტიკული იქნება.

როგოც Reuters წერს, ამერიკული ოფიციალური პირები პროგნოზირებენ, რომ რუსეთი იმედებს საარტილერიო დარტყმებზე ამყარებს და უკრაინის პოზიციებზე შეტევების მიტანას ცდილობს.

“მოსკოვი სახმელეთო ძალების გადაადგილებას ახდენს რამდენიმე მიმართულებით, რომ უკრაინელი მებრძოლების ალყაში მოქცევას შეეცადოს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგუროს”, – ითქვა შეხვედრაზე “როიტერის” ცნობით. თუმცა, გამოცემა აქვე აღნიშნვს, რომ რუსეთის ბევრი დანაყოფი ძალაგამოცლილია, ხოლო ზოგიერთი მათგანი პირადი შემადგენლობის 30%-ის დანაკარგის ფონზე აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს.

 

იტვირთბა....