აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ოპტიმიზაციის მიზნით, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ამერიკის ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში კონტროლის ცენტრი შექმნა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა. თანამდებობის პირის თქმით, აღნიშნული სამეთაურო ცენტრი ასევე მართავს 40-ზე მეტი პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნის ქსელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცენტრს ამერიკელი, ორვარსკვლავიანი სამხედრო გენერალი ხელმძღვანელობს და ის მჭიდროდ თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან.
“მოკავშირეთა ახალი ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება თვეში ერთხელ”, – აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.