“ჩვენ კვლავ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზით”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, სტამბოლში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა “გარღვევა” მოახდინა, თუმცა ბუჩას შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩავარდა.
პუტინმა ბუჩაში მომხდარს “პროვოკაცია” უწოდა და თქვა, რომ მომხდართან “რუსეთის არმიას საერთო არაფერი აქვს”.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ქალაქი ბუჩა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს, იქ შესულებს მშვიდობიანი მაცხოვრებლების ცხედრები დახვდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გვამებს ხელ-ფეხი ჰქოდათ შეკრული და წამების კვალი აღენიშნებოდათ. მომხდარი არაერთმა ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო.