[su_quote]ნაც-გახრწნილებო!!!
ერთი კარგად მომისმინეთ, თქვე პუტინის მონებო.
ვიცი რიტორიკულად გაისმება ჩემი კითხვა, მაგრამ რატომ შეიძლება რომ შენი ერი ასე არ გიყვარდეს?!
რატომ უნდა გინდოდეს შენს ქალაქებში სისხლისა და სიკვდილის დანახვა?!
რატომ უნდა იყოს შენი იდეაფიქსი ორჯონიკიძეობა და მახარაძეობა?!
პასუხი ერთია -სხვა გზა ვერ ნახე ძალაუფლეობაში მოსასვლელად ….. ყველაზე მტკივნეულ ადგილს არტყამ ომში ჩაბმული ქვეყნის პირით ლაპარაკობ და საკუთარ სამშობლოს ( თუ იცი საერთოდ რომ არსებობს ასეთი ცნება ) ძირს უთხრი, ვერც სააკაშვილის ჩამოსვლამ, ვერც ანტიპუტინისტურმა ( პუტინის კვალდაკვალ ამ დროს ) მოძრაობამ შედეგი ვერ გამოიღო?!
მერე რა კიდევ უფრო შორს წახვალ, რატომ?!
იმტომ, რომ ეგეთი ხარ!
მხოლობით რიცხვში იმიტომ ვწერ რომ ერთი სახე აქვს ამ პარტიას სააკაშვილიდან -არახამიამდე, ერთი სურვილი და ერთი მიზანი – ჩაიგდონ ხელისუფლება, თუნდაც ის ამჯერად 2 გვამზე კი არა, ბევრ გვამზე გაივლის, ვერა ბატონებო, ვერ აასრულებთ ფაშისტულ -ნაციონალურ მიზნებს, არ გამოგყვებათ ხალხი!! თქვე სულით -ხორცამდე გახრწნილებო![/su_quote]
ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.