ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ხიდაშელი “ქართულ ოცნებას” განცხადებების კეთებისას დაფიქრებას ურჩევს

 

“საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ”,- განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ ლავროვთან ჯანელიძის შეხვედრის შესახებ განაცხადა: “შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე,”.

ქანთარია მიიჩნევს, რომ ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა სერგეი ლავროვთან შესახვედრად ჯანელიძეს საკმარისი გამოცდილება არ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი, რომელიც შესაძლებელია პირისპირ დაჯდეს ლავროვთან.

 

იტვირთბა....