ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებით, ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციებიც ძალაში რჩება.
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. 24 მარტს მან ხელი მოაწერა 14024-ე აღმასრულებელი ბრძანების გაგრძელებას.
სწორედ ამ განკარგულების საფუძველზე დაუწესა ფინანსური სანქციები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილსაც.

