აერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრომ კომპანია „ეფლი“ „შავ სიაში“ შეყვანილი რუსული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვის გამო, 390 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარიმა უნდა გადაიხადოს Apple Distribution International Limited (ADI)-მა. ეს არის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ირლანდიაში რეგისტრირებული დანაყოფი.
„ეფლს“ ჯარიმა დაეკისრა ორი გადარიცხვის გამო, საერთო ჯამში, დაახლოებით 636 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომლებიც ADI-მ რუსულ სტრიმინგ-სერვის Okko-ს გადაუხადა 2022 წლის ივნისსა და ივლისში.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, Okko ეკუთვნის რუსულ კომპანია „ნოვიე ვაზმოჟნოსტის“, ხოლო 2022 წლის მაისამდე სერვისის მფლობელი იყო „სბერბანკი“.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა როგორც „სბერბანკის“, ასევე, „ნოვიე ვაზმოჟნოსტის“ წინააღმდეგ. სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მანამდე, ვიდრე „ეფლი“ აღნიშნულ კომპანიებს თანხას გადაურიცხავდა.

