აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რეფერენტულ ფასებამდე იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეგქმნიათ დისკომფორტი…ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან?” – ნინო წილოსანი

“რეფერენტულ ფასებამდე იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია აქ მყოფ არცერთ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს აზიანებდით. მაინტერესებს როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი? ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს? იღებენ თუ არა ამისთვის კონკრეტულ შემოსავლებს? აქვთ თუ არა ბონუსები? თქვენი ნაწარმოები წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში?” – მიმართა ოცნების დეპუტატმა წილოსანმა GM ფარმას დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს.

გოჩა გოგილაშვილმა წილოსანის პასუხად აღნიშნა, რომ ყველა კომპანია იქცევა ისე, რა რეგულაციებსაც სახელმწიფო უწესებს.

„სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია აბსოლუტურად. დააწესეს რეფერენტული ფასები, დაჯდა რეფერენტული ფასი” – თქვა მან პარლამენტში მიმდინარე ფასების კომისიის სხდომაზე.

იტვირთბა....