[su_quote]მინდა, ვთხოვო საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ, რომ ქვეყანა არ ასცდეს იმ ფუნდამენტურად, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან გეზს. ასე ინება განგებამ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მოვისმინეთ არაერთი განცხადება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, მოვისმინეთ მეუფე ნიკოლოზის განცხადება, ასევე ჩვენს საერთო მეგობარს ჰქონდა შესაძლებლობა, მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღის წინ, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ ჩვენ დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ, როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი, არ გვაქვს და ვერ გვექნება. მინდა, იცოდეს ეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, მით უფრო იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას სიკეთის მხარეს და ებრძვის ბოროტებას რუსეთის სახით, ამ დროს, ჩვენ კიდევ ერთ მტკიცებულებას ვიღებთ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება აქტიურობა ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად. იქ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.