[su_quote]7 თვე იწურება, რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა. კი ბატონო, პირველად იყო სიტყვა, მაგრამ არავის უთქვამს მოქმედება არ იყოსო და ამასობაში, ჩვენ მოვიარეთ ყველა ციხე, რაც კი საქართველოში არსებობს და ეს ადამიანი, უბრალოდ, გვეცლება ხელიდან და რატომ? იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმეც ჩვენ ვიყავით. მოგწონს, არ მოგწონს, იზიარებ თუ არ იზიარებ, ეს ხომ რეალობაა, რომ ქვეყანა აშენდა, ქვეყანა მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ქვეყანა, რომელსაც არავინ იცნობდა. ძალიან ბევრი წარმატების მოწმე ვიყავით და ახლა რისი მოწმე ვართ ვხედავთ. ვითხოვ დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაბამის კლინიკაში. იქნებ არის შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.