იაპონიაში 119 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი კეინ ტანაკა გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გინესის მსოფლიო რეკორდებში აცხადებენ, რომ ისინი დამწუხრებულნი არიან ტანაკას გარდაცვალების გამო და ამბობენ, რომ მისი გარდაცვალების ამბავი დაადასტურა გერონტოლოგიის უფროსმა კონსულტანტმა რობერტ იანგმა.