ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული

სწორედ ის ღირებულებები, ის ურთიერთობა, რაც ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ საზოგადოებას, რომ მათ გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....